Standard

ფერები..
სიმები..
ისმის ჟღარუნი..
დროის უწყვეტ ხაზს ვიღაცეების ნაფეხურები მიუყვება..
ვცხოვრობთ.. გვიყვარს.. გვტანჯავს..
ვიღაც მაღალ ნოტებს იღებს..
გულს სწვდება..
ლეწავს ერთფეროვნების ბორკილებს..
მიგვაქროლებს ოცნებების ფერადი იალქნები სადღაც..
მოგვატარებს სამყაროს, თუმცა.. ვერ ვპოულობთ ცხოვრებას ჩვენსას..
სიყვარულის ოთახს ყველა დარაბა ჩაურაზავს თითქოს..
მე ვიყავი.. მე ეს გავაკეთე..
მჯერა ოდესმე, ათას წლის შემდეგ, ჩემ ნაკვალევს ვიღაც შეხედავს და შესახლდება ჩემი სული სადღაც დანთებული ცეცხლად..
არა, არ ვთამაშობ..
ყოველი ჩამოვარდნილი ფოთოლი თითო ნიღაბს მაკარგვინებს..
შემოდგომის ფოთლებში მოსეირნეს თითო ფოთოლში თითო ცოდვა მელანდება, ნიღაბთა ჩადენილი..

ისევ ჩამესმის სანატრელი ავე მარია..

Standard

კოკისპირული წვიმა..
ქუხილი..
ელვა..
მარტოობით გაჟღენთილ უტყვ კედლებს შუა მოქცეული ჩემი სამყარო..
ამ ოთახში თითოეული ნივთი ჩემი “მე”-ს ნაწილია..
ფუმფულა სათამაშოები, წიგნები..
სიგარეტითა და დაბსტეპით გაქარვებული დარდი..
და დღევანდელი დღის მკაფიო ხატება.. :
” – ჩიტები გიყვართ? – კითხულობს საშუალო ასაკის მამაკაცის ნიკოტინით გაჟღენთილი ხმა
– დიახ, ძალიან.. – პასუხობს გოგონა
– მტრედები?
– ვგიჟდები.
– ანგელოზები?..
– მმ.. კი.. მორცხვად პასუხობს გოგონა და პასუხშივე ეღიმება ამ კაცის ან სიგიჟეზე, ან სიმთვრალეზე..
– გინახავთ ანგელოზები?
– არა..
– მე კი.. სიზმარში..

საკუთარ უღიმღამო დარდზე ჩაფიქრებული ორი გოგონა ვერც კი ამჩნევს მათ შორის გაბმული დიალოგის სულიერ სიღრმეს..
ეს კაცი, პირობითად მთვრალი, ჭკუიდან შეშლილი უსახლკარო სინამდვილეში ანგელოზების მხატვარია, მაგრამ ახლა ხალხის მიერ გადაგდებულ ნივთებს იღებს და ცდილობს, ხელახლა შთაბეროს მათ სული..
გოგონა კი, რომელიც წუთის წინ გაბრწყინებული თვალებით უყურებდა ანგელოზების მოყვარულ კაცს, ახლა თითქოს ოდნავ გულნატკენი ჩანდა..
კაცი წავიდა, გოგონებმა კი ბევრი ისაუბრეს ამ კაცის სულიერ ტკივილზე და მრავალ სხვა მაღალ მატერიაზე, თუმცა..
თუმცა არცერთს თავში აზრადაც კი არ მოსვლია ის, რომ ეს კაცი სწორედ ის ანგელოზი იყო, რომლის სიზმარში ნახვა ასე ძალიან მოუნდა სამივე მათგანს..

და ისევ მწველი სურვილი ეკლესიაში სანთლის დანთებისა..
წმინდაო ნიკოლოზ, მე მჯერა რომ მთვრალი კაცის ნიღაბსამოფარებული ანგელოზი შენი გამოგზავნილია, და მე გპირდები, რომ აუცილებლად დაგინთებ სანთელს!

Standard

როცა ნამდვილი სიყვარულით გაჯერებული ურთიერთობა მთავრდება, ჩვენ თავიდან ვიბნევით, შემდეგ ვეძებთ ახალ პარტნიორს, რომელიც “ყურადღებას გადაგვატანინებს”.. თავს ვაჯერებთ რომ გვიყვარდება, რომ წარსული ურთიერთობები სისულელე იყო და მხოლოდ ესაა სიყვარულით სავსე, რომ ასე ძალიან არავინ გვყვარებია.. ვებმებით ბოლომდე და ბოლოს, საკუთარ თავს ვაიძულებთ ისევე გვტკიოდეს, როგორც სიყვარულით სავსე ურთიერთობებში ხდება ხოლმე.. და არცერთი არ ვფიქრობთ იმაზე, რომ თავის მოტყუებასა და სულელურ სენტიმენტებზე დროის კარგვის ნაცვლად უმჯობესია დაიბრუნო შენი საყვარელი ადამიანი..
უმთავრესად, ადამიანთა ნაკლი ისაა, რომ არ ლაპარაკობენ..
მშობლები ჩვენში ბავშვობიდანვე დებენ კოდს, რომელიც ცხოვრებაში “ბევრის მიღწევას” ნიშნავს და რომლის შესასრულებლადაც საკმაოდ დიდხანს გვწრთვნიან.. შემდეგ მოდის უმაღლესი, კარიერა, ოჯახი, შვილები და …. “ოჯახური ტრადიციები”, “ბედნიერი ცხოვრება”, “უზრუნველი სიბერე” და იგივე “ინვესტიციების” გამეორება ახლა უკვე მათ შვილებზე.. ისინი აკეთებენ ყველაფერს, მაგრამ არ ლაპარაკობენ!
არ ლაპარაკობენ მეუღლესთან, შვილებთან, მეგობრებთან, სარკესთანაც კი..
ამის გამო მათი თვალები დღითი დღე უფრო სევდიანდება და სულ უფრო მკვეთრად გამოხატავენ პატრონის უტყვ ტკივილს..
ყოველ დღე ახალ-ახალ ნიღბებს იკეთებენ, უმატებენ ტანსაცმელს, მაკიაჟს, აქსესუარებს და თვითონვე იჯერებენ თავიანთ ტყუილს, რომ ისინი ბედნიერები არიან..
ალბად, უმეტესობა ვერც კი ხვდება ამას.. გარკვეული უმცირესობა კი შეგნებულად არიდებს თავს საუბარს, რადგან გამოგონილი ბედნიერება ურჩევნია რეალურისთვის ბრძოლას..
დღევანდელობა კი სულ უფრო უხვად იჟღინთება ამგვარი ფაქტებით..
ნუ გეშინიათ ლაპარაკის!
ილაპარაკეთ თქვენს გულის ტკივილზე, თქვენს დარდზე, ღიად წარმოთქვით თქვენი სურვილები და ღირსეულად იბრძოლეთ მათთვის!
იცოდეთ, რომ ეს ერთადერთი გზაა თვითგანადგურების წინააღმდეგ!
ილაპარაკეთ, რომ გიყვარდეთ..
გულღიად ისაუბრეთ ყველაფერზე რაც მოგწონთ, რაც არ მოგწონთ, რისი შეცვლაც გსურთ..
დაისახეთ მიზანი, რომლის შესრულებაც თქვენ მოგანიჭებთ ბედნიერებას და არა თქვენს გარშემომყოფებს..
ყველაზე დიდი ჭეშმარიტება მხოლოდ საუბრის დროს მოდის..

Standard

ვის გაუგია ივნისში სიცივე..
აი მე კი მცივა..
მცივა, ვკანკალებ.. უშენობამ უკვე მძიმე დაღი დამასვა..
ვთრთი, როგორც ზამთრის ცივ დღეს ვერსალის სითეთრეში გახვეული ბეღურა..
მაკლიხარ..
მაკლია შენი ჩახუტება, ჩემს ჟაკეტზე გადმოსული შენი სურნელი, ჩემს თმაში შემოცურებული შენი თითები და ჩურჩული ყურთან , რომ ყველაზე მეტად გიყვარვარ..
ცხოვრებამ თითქოს სხვისი ბედნიერების დუბლიორად გამომიყენა, სცენის დამთავრებაც ვერ მოვასწარი ისე მითხრა : “სტოპ! გადაღებულია” და შენი ცხოვრებიდან უბოდიშოდ მომისროლა..
იცი..
მხოლოდ ერთი სურვილი რომ მქონდეს, იმ ერთითაც შენს ბედნიერებას ვისურვებდი..
ხატის წინ სანთლად დაგინთებდი და მის ოქროსფერ ათინათზე ბავშვურ ცრემლად დავღვრიდი შენზე ლოცვას..
მოვივლიდი ყველა ხატს და მერე, ოდნავ დაღლილი, შენს მუხლებზე ჩამოჯდომას ვინატრებდი..
იცი..
კიდევ ერთხელ რომ შემეძლოს შენი ნახვა, თვალებში ჩაგხედავდი და ბედნიერად გავიღიმებდი..
არაფერს გეტყოდი, ან სიტყვები რა საჭიროა, თვალები ამბობენ ყველაფერს..
გაგიღიმებდი და ამ ღიმილით განიშნებდი, რომ შენ ჩემთვის ისევ ყველაზე და ყველაფერზე მეტი ხარ..
იცი..
როგორ არ იცი..
იცი..

Once upon a time.. It was raining..

Standard

წვიმს..
კოკისპირულად წვიმს..
მაგრამ ეს წვიმა სხვებს არ ჰგავს..
ეს არც გაზაფხულის წვიმაა.. ცელქი და მხიარული..
არც ზამთრის წვიმას ჰგავს.. ერთფეროვანსა და მოსაწყენს..
ეს წვიმა ყველაზე სხვანაირია.. ეს წვიმა ჩემია..
ჰოდა, მოვაბიჯებთ ქუჩაში მე და წვიმა.. ქუჩაში მხოლოდ ჩვენ ორნი ვართ.. თითქოს მხოლოდ ჩვენ ორს გვეხალისება უკაცრიელ ქუჩებში მარტოსულად ხეტიალი..
ვგრძნობ, რომ ვიღლები.. აღარ შემწევს წვიმასთან გასწრობანას თამაშის ძალა..

ქანცგაწყვეტილი ვჯდები გაჩერებაზე.. ველოდები.. არ ვიცი ვის, ან რას..
მინდა დავწერო..
დავწერო ბევრი.. უზომოდ ბევრი.. დავწერო რომ მიყვარხარ, რომ მენატრები.. რომ ეს წვიმა უშენოდ აღარ მახარებს.. ისევე როგორც სხვა ყველაფერი, რაც ჩვენ გვიყვარდა..
არადა, გახსოვს? როგორ გვიყვარდა წვიმაში უაზროდ ხეტიალი..
პატარა ბავშვებივით მხიარულად მივაბიჯებდით.. დაჭერობანას ვთამაშობდით წვიმაში.. ან წვიმასთან ერთად.. მერე დაღლილობა გაგვაჩერებდა და ისევ ერთმანეთს ჩაგვახუტებდა..
შენ ჩემს თმაში ჩარგავდი ხოლმე ცხვირს..
როგორ გიყვარდა ჩემი თმა.. განსაკუთრებით, სველი..
ვჩერდები..
უეცარმა კანკალმა ჩამიქროლა მთელ სხეულში.. სახეზე თმა ჩამომეყარა.. ისევ ისეთი სქელი და სველი.. შენ რომ გიყვარდა..
აკანკალებული ხელით ვაგრძელებ წერას..
წარსული კადრებად რბის თვალწინ..
ნუთუ ამდენი რაღაც მოხდა ჩვენს შორის..
ნუთუ ჩემი სულის იარამ ამდენი გამოიარა?!..
ამდენი კარგი, ამდენი ცუდი..
სიხარული, მერე ტკივილი, მერე ისევ სიხარული..
ჩემი ცხოვრება სწორედ ეს უწყვეტი ციკლია, მათემატიკის ფორმულასავით ზუსტი და მარტივი..

ამბობენ, დრო ყველაფერს კურნავსო.. თუმცა, შენ ყველაფერზე მეტი ხარ..
თვალებიდან წამოსული წვიმა ასველებს ფურცლებს.. სახლში მისული ალბად ნაწერს ვეღარც გავარჩევ, მაგრამ, მაინც ვერ ვდგები.. თითქოს აქ, ამ უბრალო გაჩერებაზე დგომა ჩემი უკანასკნელი შანსია იმისთვის, რომ გნახო, ჩაგეხუტო, და აღარ გაგიშვა..

კედელზე ვწერ მხოლოდ შენთვის ნაცნობ ფრაზას : “ყველაზე ძალიან მიყვარხარ შენ!”.. სილამაზისთვის პატარა გულსაც ვუხატავ და ვცდილობ, განიშნო, რომ აქ მე ვიყავი, რომ ვიჯექი მარტო ამ უკაცრიელ ქუჩაზე და უკვე მერამდენედ გიძღვნიდი სულელურ ჩანახატს.. ალბად, იმასაც მიხვდები, რომ აქ ყოფნისას ბევრი რამ გამახსენდა.. რომ მათ გახსენებაზე ბევრი ვიტირე და ისევ შევევედრე ღმერთს, დაებრუნებინა ჩემი მფარველი ანგელოზი..

(ეძღვნება ჩემს გ-ს.. ნ-ს ყველაზე ძალიან უყვარხარ შენ !)

(2009 wlis 23 oqtomberi)

:)

Standard

საღამო..
სიჩუმე..
იდილიას მხოლოდ საათის სინქრონული წიკწიკი და კლავიატურის უწესრიგო ხმაური არღვევს..
ეკრანი ციმციმებს, ჩატები ხტებიან..
მაგრამ.. რა?
არც არაფერი..

საოცარია , როგორ იციან ხოლმე აზრებმა შემოჩვევა..
ცელქი ნიავივით იპარებიან გულსა და გონებაში და საოცარი სისრაფით იქმნიან იქ კომფორტს , რომ ადვილად ვეღარ გავაგდოთ..
ჰოდა, მეც ვზივარ და ვფიქრობ..
ნერვიულად ვუყურებ საათს და ვაცნობიერებ , რომ უკვე დაახლოებით 40 წუთია ერთსა და იმავე აზრს ვუტრიალებ..
და მაინც ვერ მივდივარ საბოლოო დასკვნამდე..
გაზაფხულის ამინდივით ვირევი..
ჩემს გონებაში ახლა ცელქი მარტია , რომელიც კატასტროფული სისწრაფით მიცვლის შეხედულებას ნებისმიერ საკითხზე..
და მაინც , იქნებ ეს ყველაფერი ჩემი მოგონილი ზღაპარია , რომ ყოველდღიური რუტინა რაღაცით გამეხალისებინა?
იქნებ , ეს მხოლოდ არსებობს , რომ მე არ მინდა მისი გაშვება იმის შიშით, რომ მომავალში შეიძლება უარესი რამ მოხდეს ?
იქნებ , ეს ყველაფერი იმიტომ ხდება , რომ რეალობისთვის თვალის გასწორების მეშინია , და მირჩევნია , ისევ იმ ძველ და ნაცნობ სიტუაციაში განვაგრძო ცხოვრება?
შეიძლება , ასეცაა..
არაფრისგან ვარ დაზღვეული..
მაგრამ , მაინც..
ვიხედები აქეთ-იქით , ვათვალიერებ გარემოს და ვხვდები , რომ ჩემი ოცნება თუნდაც საოცნებო რეალობას მირჩევნია !

სიყვარული ?! ..

Standard

– აუუ რა სიმპატიურიაააა
– ვაიმეეეეეეეე როგორ მომწოოოოოოონს
– მემგონი შეყვარებული ვაააარ
– შემიყვარდააააააა
– მიყვაააააარს
– ვგიჟდებიიიიიიიი ..
და ასე შემდეგ …
ეპითეტები : ჩემი სიცოცხლე , ჩემი ცხოვრება , მარტო ჩემი , ჩემი ბიჭი , ჩემი სიმპატიური , ჩემი , ბუუ და მრავალი სხვა ..
ეს არის იმ ფრაზებისა და ზედსართავი სახელების მოკლე ნუსხა , რომლებსაც ყოველდღე ვისმენთ , სხვადასხვა ადამიანებისგან , სხვადასხვა ადამიანებზე ..
მათი ინტერესები წარმოუდგენელი სისწრაფით იცვლება ..
ერთის სახელისა და ისტორიის დამახსოვრებას დაახლოებით ერთ კვირაში ეკარგება აზრი , ყოველი ახალი “სიყვარული” ახალი დრამაა , რომელიც იწყება ფლირტითა და “პეპლებით” , გრძელდება 3 დღიანი “სიყვარულით” და ბოლოს დაჭმუჭნული მაკულატურის მსგავსად ვარდება ნაგვის ურნაში ..
და დაახლოებით მე-7 დღეს ყველაფერი თავიდან იწყება ..

აუსრულებელი დაპირებები , ფუჭი ოცნებები , წარმოსახვითი სიყვარული არარეალური პრინცის მიმართ – ეს ყველაფერი ჩვენი დღევანდელობის განუყოფელი ნაწილია ..
და 15-16 წლის გოგონას “შეყვარებულების სია” წარმოუდგენელი სისწრაფით ივსება ..
რა ხდება ?
მთელი ცხოვრება მჯეროდა , რომ სიყვარული ერთხელ მოდის და სამუდამოდ რჩება ..
არასდროს მიცხოვრია ზღაპარში , თუმცა სულ ვიცოდი , რომ ერთ დღეს შევხვდებოდი ჩემს მეორე ნახევარს , ჩემი სულის დაკარგულ ნაწილს , რომელიც იმავე გრძნობით მიპასუხებდა , ჩვენი სულიც გამთლიანდებოდა და ამქვეყნად ყველაფერი მის სურნელში გაეხვეოდა .. ეს ადამიანი ჩემთვის იმდენად ახლობელი იქნებოდა , რომ ყველაზე გაცრეცილ სიტყვებსაც კი ყველაზე მღელვარედ აქცევდა , რომ მის თვალებში ჩახედვისას ზეციური სიმშვიდე დაისადგურებდა ჩემში , რომ მისი ერთი კოცნაც კი ყველაზე ხმამაღლა ნათქვამ “მიყვარხარ’-ს ან “მენატრები”-ს აჯობებდა.. მასთან ყოველი ჩახუტებისას მისი გულისცემა მიამბობდა , რომ მას ჩემს გარდა ამქვეყნად არავინ უნდა , რომ ის ჩემით ცოცხლობს ისევე , როგორც მე მისით .. ეს იქნებოდა ადამიანი , რომელსაც ჩემი სუნთქვა ზეპირად ეცოდინებოდა , მასწავლიდა ფრენას და ვეყვარებოდი არაამქვეყნიურად , თავისებურად , და სამუდამოდ ..

დღეს კი ამ ყველაფერმა ფასი დაკარგა ..
ახლანდელ ახალგაზრდობას სხვა ღირებულებები აქვს , რომელიც სამწუხაროდ ან მე ვერ გავიგე , ან თვითონ ..
უფრო კი შთაბეჭდილება მრჩება , რომ დღევანდელმა თინეიჯერობამ არც მეგობრობა იცის , არც სიყვარული ..
დღეს მეგობრობას გეფიცებიან , სამუდამოდ ერთად ყოფნას გპირდებიან , მეორე დღეს კი რომელიმე ახლადგაცნობილი ადამიანის გამო გითხრიან სამარეს ..
დარწმუნებულები არიან , რომ საიდუმლოს შენახვა იციან , თუმცა , მათი შენახული საიდუმლო რატომღაც მთელს ქალაქსაა ხოლმე მოდებული ..
ცდილობენ , იყვნენ ორიგინალურები , თავისებურები , სხვანაირები , ბოლომდე გამოავლინონ საკუთარი ღირსებები , მაგრამ მაინც წინა თაობების დაწესებული შაბლონის მიხედვით იცვამენ , საუბრობენ , ურთიერთობენ ..
და რეალურად არაფერიც არ ესმით !
უბრალოდ , გამოფხიზლდით , გაახილეთ თვალები ფართოდ , და მიხვდებით , რომ ურთიერთობაში სიტყვები კი არა , მათი გამართლებაა მთავარი..
რომ გულწრფელობა ნიღბად კი არ უნდა ატაროთ , ღირსებად უნდა იქციოთ..
მიხვდებით , რომ ამათუიმ კომპლექსის გადალახვა და საყვარელი ადამიანის ისეთად მიღება , როგორიც იგი რეალურად არის , არამარტო გაგაბედნიერებთ , არამედ სულიერად აგამაღლებთ ..
რომ სიყვარულსა და მეგობრობას ვერავითარი ჩარჩო ვერ დაიტევს , ვერავითარი შაბლონი ვერ დაარეგულირებს , ვერავითარ თარგზე ვერ გამოიჭრება და ვერცერთი “საზოგადოებრივი კანონი” ვერ დასძლევს ..
ნუ დაემორჩილებით ნურცერთ “კანონს” , დააწესეთ ახალი , ინდივიდუალური , თქვენი კანონები ! მხოლოდ ასე იგრძნობთ ნამდვილ ბედნიერებას ..